среда, 18 июня 2014 г.

"ჩემი წიგნი"

ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეების სასწავლო პროექტის პრეზენტაცია







ძველ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ხელნაწერებს ინახავდნენ და იცავდნენ მათი შემქნელები, საერო და სასულიერო ხელისუფალნი - სამეფო კარი და რელიგიური ცენტრები. ყოველი ხელისუფლება თავისთავად გულისხმობს საშინაო და საგარეო ურთიერთობაში გარკვეულ იურიდიულ ნორმებს და მათ ამსახველ დოკუმენტებს, საკანონმდებლო აქტებს, შემოსავალ-გასავლის დავთრებს, ხელშეკრულებეს, სიგელებს, დიპლომატიურ წერილებს და ..


ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა იყო. მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა დაარსდა ძვ.. მე-3 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში პტოლემეოს II-ის მეფობის ჟამს, მას შემდეგ რა პტოლემეოსის მამამ მიწასთან გაასწორა მუზათა ტაძარი "მუზეუმი" (აქედან წარმოსდგება თანამედროვე ტერმინი მუზეუმი), რაც შემდეგ ბიბლიოთეკის კომპლექსის პირველი ნაწილი გახდა.

მისი არსებობის პიკში სამეფო ბიბლიოთეკას, როგორც მიიჩნევენ, შესაძლოა დაახლოებით 700.000-მდე წიგნი ჰქონოდა და თავდაპირველად ორგანიზებული იქნა დემეტრიოს ფალერეუსის მიერ. ასევე მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ამ განადგურების ფაქტის დეტალები დიდი კამათის საგანია. ძველი ბიბლიოთეკის ადგილთან 2003 წელს ახალი "ბიბლიოთეკა ალექსანდრინას" ინაუგურაცია ჩატარდა.
ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკა იყო. მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა დაარსდა ძვ.. - ის მე-3 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტეში პტოლემეოს II-ის მეფობის ჟამს, მას შემდეგ რაც პტოლემეოსის მამამ მიწასთან გაასწორა მუზათა ტაძარიმუზეუმი“ (აქედან წარმოსდგება თანამედროვე ტერმინი მუზეუმი), რაც შემდეგ ბიბლიოთეკის კომპლექსის პირველი ნაწილი გახდა.

მისი არსებობის პიკში, სამეფო ბიბლიოთეკას, როგორც მიიჩნევენ, შესაძლოა, დაახლოებით 700.000-მდე წიგნი ჰქონოდა და თავდაპირველად ორგანიზებული იქნა დემეტრიოს ფალერეუსის მიერ. ასევე მიიჩნევენ, რომ ბიბლიოთეკა ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ამ განადგურების ფაქტის დეტალები დიდი კამათის საგანია. ძველი ბიბლიოთეკის ადგილთან, 2003 წელს, ახალიბიბლიოთეკა ალექსანდრინასინაუგურაცია ჩატარდა.


კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress) — აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით. ბიბლიოთეკის მეთაური ამჟამად ჯეიმზ ბილინგტონია.

კონგრესის ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა და თითქმის მთელი XIX საუკუნის განმავლობაში აშშ-ის კაპიტოლიუმში იყო განთავსებული. 1812 წელს თითქმის მთელი საწყისი კოლექციის ხანძრის მიერ განადგურების შემდეგ, თომას ჯეფერსონმა ბიბლიოთეკას 1815 წელს წიგნების მთელი საკუთარი კოლექცია მიჰყიდა (6487 წიგნი). ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ზრდა იწყო, რის გამოც მისთვის ცალკე შენობა აშენდა, სადაც ასევე გადავიდა ბიბლიოთეკის საავტორო უფლებების სადეპოზიტო ინფორმაცია. XX საუკუნეში სწრაფი ექსპანსიის პერიოდში ბიბლიოთეკა წამყვან საზოგადოებრივ როლს იძენს.

ბიბლიოთეკის მთავარი მისია კონგრესის წევრების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებაა კონგრესის კვლევითი ცენტრის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებისთვის ღიაა, წიგნების გატანა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს შეუძლიათ. აშშ-ის საავტორო უფლებების ოფისის მეშვეობით ბიბლიოთეკა აშშ-ში გამოცემული ყველა წიგნის, პამფლეტის, რუკის, ნაბეჭდის ან მუსიკის ასლს იღებს.


მინსკის  ეროვნული ბიბლიოთეკა
მინსკში- ახალი ეროვნული ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო 2002 წლის ნოემბერში. ბიბლიოთეკის სიმაღლე შეადგენს 72 მეტრს. წიგნთსაცავი წარმოადგენს სივრცულ სტრუქტურას გეომეტრიული ფიგურის -რომბოკვადრატის სახით.
ინფორმაციის თვალსაზრისით, ბელორუსიის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოადგენს მსოფლიო კლასის მასშტაბურ პროექტს, რომელიც მოიცავს 1,5 ათას კომპიუტერს და ისინი განთავსებულია ბიბლიოთეკის 20 საცავში, ასევე ბიბლიოთეკაშია 20 სამკითხველო დარბაზი და 28 ლიტერატურის გაცემის კათედრა. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ ბიბლიოთეკა ყოველდღიურად მოემსახურო 3 ათას მომხმარებელს
ბელორუსიის ეროვნული ბიბლიოთეკა მდებარეობს . მინსკში, რომელიც დაარსდა 1922 წლის 15 თებერვალს. აქ ინახება რუსეთის ყველაზე ძველი პუბლიკაციები და რუსული წიგნების ყველაზე დიდი კოლექცია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბიბლიოთეკას აქვს ძალიან საინტერესო ფუნქცია: ღამით მთელი მისი ზედაპირი გდაიქცევა ერთ დიდ ფერად ეკრანად, რომელიც ღამით ანათბს


საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკების ქსელი 
საქართველოს საბიბლიოთეკო კანონმდებლობის თანახმად,  სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელი იქმნება ტერიტორიული და უწყებრივი პრინციპით.  საქართველოს ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივი და საუწყებო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი(საჯარო), საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.  
ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა, იგი  ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას. ქვეყნის ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი სეგმენტია საჯარო ბიბლიოთეკა. ამავე დროს  საჯარო ბიბლიოთეკები ქვეყნის ერთიანი სოციოკულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილია, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, მომხმარებელს მიაწოდონ ყველაზე უფრო მოთხოვადი და პოპულარული გამოცემები, განავითაროს ინტერესი კითხვის მიმართ, ხელი შეუწყოს თანაბრობის იდეის დამკვიდრებას. ბიბლიოთეკებს არც თუ უმნიშვნელო როლი აკისრია  საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების საქმეში. 
დიდი ქალაქების საჯარო ბიბლიოთეკები ქმნიან საბიბლიოთეკო სისტემას ცენტრალური ბიბლიოთეკებითა და  ფილიალებით, რომლებიც უფასოდ ახორციელებენ მკითხველთა მომსახურებას. 
 საქართველოში ყველა სოფელში  იყო ბიბლიოთეკა ,  ხოლო ქალაქებში  რამდენიმე. მაგალითად ქალაქ გორში იყო  7 ბიბლიოთეკა,  მაგრამ  XXI  საუკუნის  დასაწყისში მოხდა ამ ბიბლიოთეკების გაუქმება. სოფლებში ბიბლიოთეკები გადაეცა სკოლკებს, ხოლო ქალაქებში დარჩა  ერთი -ორი ბიბლიოთეკა. ამ პროცესმა იქონია დამღუპველი შედეგი  ახალგაზრა თაობა  დაშორდა წიგნს.  
21- საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.



გორის საჯარო საბავშვო ბიბლიოთეკაში


მოსწავლეებმა მივიღეთ ინფორმაცია  ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენის შესახებ.
მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებთ სკოლის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენისას.
ბიბლიოთეკაში მოვაწყეთ ჩვენი საყვარელი წიგნების წარდგენა.









Комментариев нет:

Отправить комментарий